სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა დასახეს. მხარეებმა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობის შესახებ და ამ მიმართულებით უკვე არსებულ შედეგებსა და პროგრესზე ისაუბრეს.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნატოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოში, პარლამენტის მონაწილეობასა და მომავალში კონკრეტულ ურთიერთთანამშრომლობაზე. მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მაისში გაიმართება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები