თბილისის მეტროს მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა.ამის შესახებ „ კვირას“ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ”დიდუბე”-”ახმეტელის თეატრისა” და საპირისპირო მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. მოძრაობის შეფერხება დეპოში შემავალი მატარებლის დაზიანებამ გამოიწვია.