ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ წევრებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ წევრები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამუშაო ოთახში მიიღო. ლეილა სულეიმანოვამ გამგებელს, პროექტის, „აქტიური მოქალაქე არის დემოკრატიის გარანტი“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი ამომრჩევლის აქტივიზაციას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის საარჩევნო სივრცეში და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, ბოლნისში გამართავს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სასწავლო ტურებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები