„ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს გაიმართება

„ევროვიზიის“ ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, 20:00 საათზე,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
როგორც „პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენს. ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე.
ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე, კიევში.
„პირველი საზოგადოებრივის“ პირდაპირ ეთერში ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს საქართველოს ხმა „ევროვიზიაზე“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მიერ გაგზავნილი ყოველი SMS-იდან (მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან) შესული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში.
ამ სახით „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ისევ საზოგადოებას უბრუნებს თანხას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები