ვახტანგ ჯავახაძის პოეზიის საღამო გაიმართება

23 იანვარს, 20:00 საათზე,  მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ვახტანგ ჯავახაძის პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ამ ღონისძიებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები