თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

ახალ წელი ახალი საინტერესო პერსონალური გამოფენით იწყება ხელოვნების სასახლეში…
18 იანვარს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 34 ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციებს, თეატრალური კოსტიუმების ესკიზებს, თავისუფალ თემებზე შექმნილ ჩანახატებსა და სხვა მეტად საინტერესო გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს.
ამბობს, რომ ხატვა მისი ჰობია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზ ფაფერაშვილს აკადემიური მხატვრული განათლება არ მიუღია, მისი ნამუშევრები პროფესიონალური შესრულებითა და ფერთა საინტერესო შერწყმით ხასიათდება.
1998 წლიდან, თეიმურაზ ფაფერაშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელია და მას ტელევიზიაში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 24 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები