„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი“ შექმნეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი“ შექმნეს. ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს და კომისიებს წერილობით უკვე მიმართეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.
„როგორც იცით, ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა „ნაცმოძრაობა“ და გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს შეუერთდა. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვიქნებით ყველაზე აქტიურები და გვექნება ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ორი ფრაქცია ჰქონდათ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები