მესტიაში ძაღლების ჩხუბის ვიდეოს საფუძველზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებლის – გიორგი ქალდანის მიერ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ვიდეოში ჩანს მესტიაში გადაღებული კადრები, სადაც ადგილობრივი სვანები კავკასიური ნაგაზის ჯიშებს ერთმანეთს უპირისპირებენ და ამ ფონზე ოვაციური შეძახილებით ამხნევებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულიხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები