კომპანია “რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

16 იანვარს, 11:00-19:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ქვესადგურ “გარდაბანი 500-დან” გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობებს, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას და გარდაბანს.
წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები