კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ორშაბათს, 16 იანვარს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას,ქვესადგურ ,,გარდაბანი 500-დან“ გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე,დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობებს, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას და გარდაბანს.
წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება. კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები