„ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრი რომან გოცირიძე აქვეყნებს.

ამჟამად, საპარლამენტო უმცირესობიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. უმცირესობიდან ყველა დანარჩენმა, “ნაციონალური მოძრაობის” სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, პარტია დატოვა. ამ დრომდე უცნობი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება.

აზერ სულეიმანოვის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები