ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იქნება

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია ანთაძემ “ქრონიკასთან” საუბარში დაადასტურა. იგი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. ანთაძეს თანამდებობა ვასილ მაღლაფერიძემ შესთავაზა, რომელიც გენერალურ დირექტორად 6 იანვარს აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ია ანთაძე ტელეკომპანია GDS-ზე მუშაობდა. თავდაპირველად ის გადაცემა “მედიასტანდარტის”, შემდეგ კი გადაცემა “59 წამის” პროდიუსერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები