ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პარტიიდან წევრების გამოყოფის შემდეგ პირველ სხდომას ჩაატარებს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პარტიიდან წევრების ერთი ნაწილის გამოყოფის შემდეგ, პირველ სხდომას ჩაატარებს, რომელიც დღეს 13:00 საათზე დაიწყება.
სხდომაზე, სავარაუდოდ, ფრაქციის სახელწოდების შეცვლისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი განიხილება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტში პარტიის სახელით შესული 27 დეპუტატიდან “ნაციონალურ მოძრაობას” 21 დეპუტატი გამოეყო.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამიჯნულმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტიის დატოვებისა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ 12 იანვარს განაცხადეს. პარტიას ე.წ. ბოკერია-უგულავას ფლანგი გამოეყო. “ნაციონალური მოძრაობა” ჯამში 59 წევრმა დატოვა. “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება თავმჯდომარის საკითხმა გამოიწვია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დარჩენის მომხრეა, დარჩენილი ნაწილი კი, ყოფილ პრეზიდენტს უპირისპირდება. პარტიაში ასევე დაპირისპირებაა 20 იანვრის ყრილობასთან დაკავშირებითაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები