ხაშურის რაიონში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი სასულიერო პირია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს “მერსედესის” მარკის ავტომობილი და “ნივა” შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით  ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები