მიხეილ სააკაშვილი: გიგიმ ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა

“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მრავალრიცხოვნებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
სააკაშვილი ისეთი კანონის მიღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც მოტყუებულ ამომრჩეველს დეპუტატის უკან გაწვევა შეეძლება.
”ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა “ნაციონალური მოძრაობის” ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.
“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მრავალრიცხოვნებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.
მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში, უკან გაიხმოს დეპუტატი”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მათ მიხეილ სააკაშვილის პარტიული მმართველობა გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები