თედო ჯაფარიძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სტივენ ჰედლისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის (Brookings Institution) პრეზიდენტთან, სტრობ ტელბოტთან, ლუგარის ცენტრის (The Lugar Center) პრეზიდენტთან, სენატორ რიჩარდ ლუგართან და American Enterprise Institute-ის უფროს მკვლევართან, ჯონ ბოლტონთან.
შეხვედრებზე საუბარი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსადმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს შეეხო. თედო ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში 9 იანვარს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები