გიგი უგულავა ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს

გიგი უგულავა ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავამ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ განუცხადა, სადაც პარტიის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა, მე პირადად, მხარს დავით ბაქრაძეს ვუჭერ“, – განაცხადა უგულავამ.
თუმცა, უგულავამ არ დააკონკრეტა, როდის გაიმართება ახლად ჩამოყალიბებული პარტიის პირველი ყრილობა. ამასთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ. აღნიშნულ პარტიას შესაძლოა, შეეცვალოს სახელწოდება, მასში სხვა ტიპის ცვლილებებიც განხორციელდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას აღნიშნული პარტიის ბაზაზე გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები