დავით ზალკალიანი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობას ძალიან მაღალი შეფასება მისცა (ვიდეო)

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობას ძალიან მაღალი შეფასება მისცა“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ჯონ ქერის, საქართველოს მთავრობის სახელით, პირადად გადაუხადა მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლებში გამოიჩინა.
„მადლობა გადავუხადე მას პირადად, საქართველოს მთავრობის სახელით, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ბოლო წლებში გამოიჩინა საქართველოსთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივანმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობას, ქვეყანაში ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. აღნიშნა, რომ აშშ უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები