მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

“ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მტკიცე უმრავლესობით კენჭისყრა ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ევროპარლამენტი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს“, – აცხადებს მარია გაბრიელი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, ორი კი – საკითხის წინააღმდეგ წავიდა. ერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას, LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, იგი თებერვალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები