LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სესიაზე უყრის კენჭს, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას, ფორმალურად,  ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე დაამტკიცებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია  ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი  შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები