LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს დღეს უყრის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის (LIBE) „ტვიტერის“ გვერდზე.
2016 წლის 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები