ახმეტელის თეატრი 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს
14 იანვარს, 19 საათზე, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2016 წელს სანდრო ახმეტელის დაბადების 130-ე წლისთავი და ახმეტელის თეატრის დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ღონისძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
სანდრო ახმეტელის საქმე (დაკითხვის ოქმისა და განაჩენის მიხედვით მსახიობები პერფორმანსის საშუალებით აღადგენენ მის საქმეს);
ახმეტელის სახელობის თეატრის დაარსება ლერი პაქსაშვილის მიერ – ისტორიის მოკლე მიმოხილვა ვიდეოკოლაჟის საშუალებით;
თეატრალური საზოგადოების მიერ „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების“ კონკურსში გამარჯვებულთა დასახელება;
ნუგზარ ყურაშვილი – მსახიობის განვლილი გზა, როლები თეატრსა და კინოში;
გია ჯაფარიძე – მსახიობის განვლილი გზა, როლები თეატრსა და კინოში;
ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავების გახსნა თეატრის შენობის წინ;
ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი „ქალდეა“ გააფორმებს.