“მთავრობა ცდილობს ნაკლებად იყოს დამოკიდებული დოლარიზაციაზე”

პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე ერთჯერადი ლარიზაციის გეგმას, რომელიც 17 იანვრიდან ამოქმედდება, დადებითად აფასებს. ამის შესახებ კვიჟინაძემ განაცხადა სატელეფონო საუბარში.
“დღეს კონკრეტულად ეს დადგენილება დამტკიცდა და როგორც ვიცით, 17 იანვრიდან ამოქმედდება. ეს არის ერთჯერადი ქმედება, ანუ არ იქნება მუდმივი. გეგმა, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია მოსახლოების იმ ნაწილისკენ, რომელსაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შესაბამისად, უჭირს თანხის გადახდა. ასევე, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ლარის განვითარებას, ანუ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარიზაციაზე”, განაცხადა პარლამენტის წევრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სესხების ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, ერთჯერადი ლარიზაციის გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები