„საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა“ და “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის” გეგმა დამტკიცდა

დღეს, საქართველოს მთავრობამ ორი ახალი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა: „საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა“ და „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია“. სტრატეგიების  შემუშავებას კოორდინირებას უწევდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და მასში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკას.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია  ეფუძნება “საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტს’’ და  “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას’’, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემის თავსებადობის ამაღლებას ევროკავშირისა და NATO-ს მოთხოვნებთან.
კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია შედგება აღწერილობითი ნაწილისა და სამოქმედო გეგმისგან და მისი მიზანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წ.წ. დოკუმენტში“ იდენტიფიცირებული  – საქართველოს წინაშე მდგარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საფრთხეების რისკის შესამცირებლად.
დოკუმენტი შესაბამისობაშია გაეროს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“-ის პრიორიტეტულ მიმართულებებთან და ის სრულ თანხვედრაშია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები