აზერბაიჯანში მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა (ვიდეო)

აზერბაიჯანში, სანგაჩალის დასახლებაში მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
როგორც სააგენტოს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში აცნობეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ მილსადენით გაზის ტრანსპორტირება შეჩერდა, ხოლო ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.
ცნობისთვის, სანგაჩალის დასახლებაში გაზსადენზე აფეთქებები 27 დეკემბერს და 2 იანვარსაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები