როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

0

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, ხვალ, 12 იანვარს ტემპერატურა  დასავლეთ საქართველოში ჰაერი დღისით 11-დან 16 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში 9-დან 11 გრადუსამდე.
12 იანვარს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი: ბარში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 13 იანვარს ჰაერი დღისით 6-დან 8 გრადუსამდე გათბება. ღამით დასავლეთ საქართველოში -1 -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთში -2 -7.

კომენტარები

კომენტარი