პოეტი და მთარგმნელი ანაიდა ბოსტანჯიანი გარდაიცვალა

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი ანაიდა ბოსტანჯიანი. ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ანაიდა ბოსტანჯიანის რედაქტორობით 40 წლის განმავლობაში 500 -ზე მეტი წიგნი გამოიცა. ქართულიდან თარგმნა 25-ზე მეტი წიგნი, როგორც კლასიკოსი, ისე თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედება. მისი წყალობით სომეხი მკითხველი გაეცნო ვაჟა-ფშაველას, გრიგოლ რობაქიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, არჩილ სულაკაურის და სხვა ავტორთა შემოქმედებას. ანაიდა ბოსტანჯიანი 4 მონოგრაფიის და აფორიზმების კრებულის ავტორი იყო. ასევე გამოსცა ლექსების კრებული. მის მიერ თარგმნილი ოთარ ჭილაძის „გოდორი“ ერევანში ბესტსელერთა ნუსხაში მოხვდა.
ანაიდა ბოსტანჯიანს მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას, ანა კალანდაძის და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიები. ასევე გახლდათ ღირსების ორდენის კავალერი.
სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები