სამტრედიაში ახმეტელის თეატრის მსახიობის დასახმარებლად კონცერტი გაიმართება

23 იანვარს, 17:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის, ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად  ჩატარდება, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, ჯგუფი „ნიკოლშოუ“, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი („მასტერა“), გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა და ჯგუფი „იქსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები