სოფელ ახაშენში მომხდარი ავარიის შედეგად 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სოფელ ახაშენში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, ერთ-ერთის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცია.
შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის, ახაშენის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „გოლფისა“ და „06“-ის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომანქანის მძღოლიც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები