გიგი უგულავას თხოვნით, დღეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე აღარ იმსჯელებენ

“ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა დღეს აღარ გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე, განსახილველ საკითხს, სავარაუდოდ, სამი დღის შემდეგ განიხილავენ.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, მას ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება.
„მე ვთხოვე კონსულტაციებისთვის ფრაქციის წევრებს სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს“, -განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, დღეს, ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ. ნადირაშვილის განმარტებით, ამავე სხდომაზე ფრაქციის ახალი თავმჯდომარის არჩევაც უნდა მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები