„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება საპარლამენტო უმცირესობების ფრაქციის ოთახში, ნიკა მელიასა და აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.
მელია დაინტერესდა, თუ რატომ ატარებდნენ აღნიშნული პირები გიგა ბოკერიას ინტერესებს, რის საპასუხოდაც, მას აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ამ ლოგიკით ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა.
მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. მელიას ბობოხიძემ განუმარტა, რომ მას პარტიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის.
დეპუტატებს შორის კამათი ხმამაღალ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.