„ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს, მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას“
ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს, მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას – ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნადირაშვილი ადრაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ, ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი განიხილება.
„ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას მერე, რაც ის მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაეძაბა ამ ორ ჯგუფს და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ალბათ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ასეთი ლიდერი არ სჭირდებათ. ხვალ არის ეს სხდომა დანიშნული, გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრები მიიღებენ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ.