გიგი უგულავა: გულწრფელი სურვილი მაქვს, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებისა და გიგი უგულავას შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც დედაქალაქის ყოფილმა მერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იგი შეეცდება, რომ პარტიაში დაძაბული სიტუაცია განიმუხტოს.
“როგორც გაარკვიე, მიშა უკრაინაში არ იმყოფება. მე მართლაც მაქვს გულწრფელი სურვილი, შევხვდე. თუნდაც ერთი პროცენტიც თუ არსებობს შანსი, რომ დასრულდეს ეს დაპირისპირება პარტიაში. ადამიანები ვართ, რომლებიც 10-15 წელი ერთად მოვდივართ. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პარტიის შიდა პრობლემები დემოკრატიის პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყანაში პრობლემა სხვა რამ არის. პრობლემის გასაღები დევს იქ, რომ უნდა მოხდეს არაფორმალური მმართველობის დასრულება, უნდა მოხდეს შეკავება და შემდეგ მშვიდობიანი ჩამოცილება. ეს უმრავლესობა არის ნელა მოქმედი ნაღმი, რომელმაც შესაძლოა, საქართველო ააფეთქოს“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები