სირიის ქალაქ აზაზში ავტომობილი აფეთქდა – 14 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აზაზში ავტომობილის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს ქალაქი თურქეთის საზღვრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. მას ამჟამად სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.
ოპოზიციური შეიარაღებული ნაწილების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები