კოტ–დ’ივუარში სამხედრო ამბოხება მოხდა

კოტ–დ’ივუარში ყოფილმა სამხედროებმა ქვეყნის სამ ქალაქში სამხედრო ამბოხება მოაწყვეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდაპირველად არეულობა ქალაქ ბუაკეში დაიწყო, სადაც სამხედროებმა ხელფასის მომატება მოითხოვეს.
ამის შემდეგ ამბოხებას მხარი დაუჭირეს ყოფილმა სამხედროებმა ქალაქ დალოასა და კორხოგოში. ამბოხებულები პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ და იქიდან იარაღი გაიტაცეს.
ხელისუფლებამ კონფლიქტის ადგილზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილები გააგზავნა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები