„თეთრი მთავარანგელოზები მანამდეც მესიზმრებოდა“… – რა უთხრა პატრიარქმა რეზო (ემელიანე) ადამიას

ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ მიზანი, რომ მხატვარი გამხდარიყო, ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ განაპირობა… ჯერ სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ სამხატვრო აკადემია დაამთავრა… უამრავი პერსონალური გამოფენის ავტორია.
5 პრემიის ლაურეატია…  პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივ წევრს 30-ზე მეტი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, აქედან 5 პარიზში, დანარჩენი სხვადასხვა ქვეყანაში და ჯილდოებიც მიიღო.
მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინახება, ხატები დავანებულია ეკლესიებსა და ოჯახებში, ხოლო ტილოები დაცულია საქართველოს მრავალ მუზეუმსა და გალერეაში. ისინი ასევე  კერძო კოლექციებში ინახება.  –  რეზო (ემელიანე) ადამიას პერსონა.

942347_524751880919727_918495615_n

 –  ძველ სენაკში დავიბადე.  მამა მიხა ადამია 1924 წლის აჯანყების მონაწილე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო. ბაბუაჩემ ნიკოს, მაზრის მწერალს ხონის სემინარია ჰქონდა დამთავრებული. დედამისი იყო ნინო ხოშტარია, ვინც სენაკში დამწერლობა შეიტანა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.
ნინო ხოშტარიას დიდი ქვა ძველ სენაკში, ქავთარაძეების და ადამიების სასაფლაოზე, მაცხოვრის შობის ეკლესიის სამხრეთით არის.
ბაბუა გააკულაკეს, მამა 1924 წლის გამოსვლის დროს დაიჭირეს და დახვრეტა ელოდა, მაშინ 21 წლის იყო. საშა გეგეჭკორის ხელმძღვანელობით სამეგრელოში, ზუგდიდის და სენაკის მაზრაში მრავალი ადამიანი დააპატიმრეს და დახვრიტეს… მათ შორის – უდანაშაულო მღვდლებიც… სწორედ იმ დროს ჩავიდნენ მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე და უსაყვედურეს გეგეჭკორს, ეს რა ქენი, როგორ დაგიხვრეტიათ მთელი მაზრაო… და ასე გადარჩა მამა…
მოგვიანებით ის სამამულო ომში სტალინგრადსა და კურსკის რკალთან იბრძოდა, სადაც ფეხის თითები მოაჭრეს და მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩა…
1946 წელი იყო,  რატომღაც სკოლაში ეკლესიების ხატვა მიყვარდა, ხშირად ჩვენი სოფლის ეკლესიას ვხატავდი და მერე აღვადგინე კიდეც  მე-17 საუკუნის გუმბათიანი ეკლესია…
ხატვის მასწავლებელმა ხატვა არ იცოდა, ხშირად დამიხატავს დაფაზე ფიგურები: დოქი, კვახი, მსხალი, ვაშლი…
მეხუთე კლასში რომ გადავედი, იაკობ გოგებაშვილის, შოთა რუსთაველის, ლომონოსოვის დიდი სურთები დავხატე, მე-6 კლასში კი კედლებზე გამოვფინე… მაშინ გამივარდა სახელი, რეზო მხატვარი მოდისო.
ძველი სენაკის სკოლა სახელგანთქმულია, იქ არნოლდ ჩიქობავა, კონსტანტინე გამსახურდია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია იზრდებოდნენ.
მოგვიანებით ჯარში მომიწია სამსახურმა, მაშინ მხატვრობაზე არ ვფიქრობდი… ლენინგრადში ვმსახურობდი, სადაც ვალია გავიცანი. მის სანახავად გავიქცეოდი ხოლმე და მაშინვე ციხეში მიკრავდნენ თავს. ჰოდა, ერთხელ ვალიამ მითხრა, უნდა წაგიყვანო იქ, სადაც მე მინდაო და ერმიტაჟში წამიყვანა. ჩემ თვალწინ სხვა სამყარო გადაიშალა, მომაჯადოვა რუბენსის, რემბრანდტის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის… ნამუშევრებმა.525438_481995601862022_1175196649_n-423x640
მაშინ პირველად დავისახე მიზნად, მხატვარი გამოვსულიყავი. თავიდან სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი, რომელიც აკადემიისთვის კადრებს ამზადებდა, ნიკოლოზ თაბუკაშვილის უნიკალური სკოლა გავიარე…
შემდეგ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩავირიცხე… სადაც აპოლონ ქუთათელაძის კლასში ვსწავლობდი. სერგო ქობულაძე ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე გვასწავლიდნენ ხატვას… ასევე – კორნელი სანაძე, კოკი მახარაძე…
ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მხატვრობაში…
– რეზო (ემელიანე) ადამია დღეს აღიარებული მხატვარი და აბსტრაქციონისტი ფერმწერია… უამრავი გამოფენის ავტორი ხართ, ამ ბოლო დროს კი თქვენი 6 წიგნიც გამოვიდა: „სისხლიდან ცრემლი“ (ტრენტი გრანელი); „შედევრები და მარადიულობა“; „უკვდავებაა სიკვდილში“  (ტერენტი გრანელის მოდერნისტული მხატვრობა); „ვაჟა-ფშაველა და დრო“; „ერი, აკაკი და სამყარო“ (ეძღვნება აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილეს)…
ახლახან რომანი „წმიდა ნინო“ გამოიცა და მისი წარდგინებაც უკვე გაიმართა. ამ რომანზე, რომლისთვისაც ილია ჭავჭავაძის პრემია მოგანიჭეს, ძალიან დიდხანს მუშაობდით…
რომან „წმიდა ნინოზე“ 4-5 წელია ვმუშაობ. 16-ჯერ მაინც გადავწერე ამწყობთან და 6-ჯერ გამომცემლობა „ინტელექტში“.
უნდა გითხართ, რომ  მთელი ცხოვრება წმინდა ნინოს ხატებზე ვმუშაობ. ეს ხატები მთელ მსოფლიოშია გაფანტული – უწმინდესის საწოლ ოთახში, პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიაში დასვენებულია ნინოს დიდი ხატი, პარიზის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს ორი ხატია. პარიზის ქართველი ემიგრანტების, ჟორდანიას, რამიშვილის, ერისთავის,  კეიდიას და სხვათა ოჯახებში, 15 ოჯახში მაინც დავანებულია ეს ხატი.
წმინდა ნინოს ხატი ასევე ესპანეთის ქართველ ემიგრანტებსაც ვუსახსოვრე. ეს ხატი დაიბეჭდა ესპანურ ჟურნალ „ლაბორეში“ და 150 ქვეყანაში გავრცელდა…
– ხატწერა საბჭოთა პერიოდში დაიწყეთ, მაშინ, როცა ბევრი რამ იკრძალებოდა…15698324_1324585867602987_9040562849067956328_n
– პირველად, 70-იან წლებში, სწორედ წმინდა ნინო შეიქმნა. წმინდა ნინოს ხატი პატარა სამებაში დააბრძანეს…  მერე შეიქმნა მთავარანგელოზები.
ძალიან უყვარდათ ჩემი წმინდა ნინო ანა კალანდაძეს, შოთა ნიშნიანიძეს, იოსებ ნონეშვილს, მუხრან მაჭავარიანს, კირა ანდრონიკაშვილს… ანა კალანდაძემ მითხრა, შენი წმინდა ნინოს ხათრით მივდივარ სამებაშიო (იგულისხმება პატარა სამება), საიდანაც მოგვიანებით მოიპარეს ეს ხატი.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ნოდარ ლომოურს უნდოდა, რომ ეს ხატი მუზეუმში გადაესვენებინა, სადაც მუდმივად დაიდებდა ბინას, მაგრამ ამას განხორციელება არ ეწერა… წმინდა ნინოს რამდენიმე ხატი  ჩემი სოფლის ეკლესიიდანაც მოიპარეს.
წმინდა ილია ჭავჭავაძის ხატი რომ დავაბრძანე პატარა სამებაში, მამა პავლეს გაუკვირდა, არ გეშინია კომუნისტებისო? არ მეშინოდა, არც კომუნისტი, არც კომკავშირელი და პიონერიც არ ვყოფილვარ არასდროს… მაშინ ეკლესიაში შესვლის ეშინოდათ და ხატის დასვენება ხომ გაბედულ ნაბიჯად ითვლებოდა.
– დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. თქვენ მეგობრობთ პატრიარქთან და კარგად იცნობს თქვენს შემოქმედებას…
– რამდენჯერაც უწმინდესი შემხვდება, სულ მეუბნება, რეზო ხატე, წმინდა ნინო ხატეო… 70-იან წლებში გავიცანი, როცა მთავარანგელოზის ხატი მივუტანე, მას მერე ახლოს ვარ… 84 წლის იუბილე აქვს პატრიარქს.3
2003 წელია, პარიზში უნდა წავიდე, დათქმული მქონდა, რომ ხატები უნდა წარმედგინა უწმინდესთან, მივიტანე,  ღამის 12 საათი იყო დაწყებული, დაველოდე, მოვიდა დაღლილი, ვაჩვენე ხატები… მოეწონა ხატები, ოთხი ხატი მივუბრძანე, ორი მთავარანგელოზი და ორი წმინდა ნინო, – რეზო, ყველა საეკლესიოაო, – მითხრა…
მერე საწოლი ოთახიდან გამოაბრძანებინა ჩემი დაწერილი წმინდა ნინოს ხატი, რომელიც 10 წლის წინ მივართვი. სიხარულისგან ვემთხვიე, გამიხარდა, რომ დილით დგებოდა და  ჩემი წმინდა ნინოს ხატი ესვენა საწოლ ოთახში…
ერთხელ, ოპერის თეატრში „გედების ტბაში“ ნინო ანანიშვილი ცეკვავდა, პარტერში იჯდა პატრიარქი… რომ მივედი, ვემთხვიე, ორი სიტყვა მითხრა: რეზო, ნინო ხატეო…
მერე თანდათან გაჩნდა აზრი, ნინოზე წიგნი დამეწერა. წმინდა ნინოზე რაც კი დაწერილა, ყველა წიგნი გადავიკითხე. ვაზუსტებდი ყველა დეტალს. უნდა აღვნიშნო, რომ სასულიერო აკადემიის რექტორის – მამა გიორგი ზვიადაძის  დიდი თანადგომით წიგნი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დაიბეჭდა.
მეუფე თადეოზი (იორამაშვილი) იყო უწმინდესი ეპისკოპოსი, დიდი მეგობრობა გვქონდა, მისი და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ათეული წლებია ხატებზე ვმუშაობ, დაიწერა: მთავარანგელოზების – მიქაელის, გაბრიელის ხატები, მაცხოვრის, ღვთისმშობლის… წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს უამრავი ხატი…
– რატომ მოსწონთ თქვენი წმინდა ნინო?1
– თანამედროვე ადამიანის სული აქვს. ხალხს მოსწყინდა სქემატურამდე დაყვანილი ძველი სტილის ხატები. ვეკამათე მეუფეებს, მათ მითხრეს, რომ ეს ხატები ძალიან თანამედროვეა. მე კი ჩემი მხრივ დავძენდი, რომ თანამედროვე ქართველ ქალში არის წმინდა ნინოს ანარეკლი, ისინი ნინოელები არიან და ნინოს სულით ცხოვრობენ. ეს მათ სახეზე აღბეჭდილია. მათი სახეებით და წმინდა ნინოს სულით შეიქმნა წმინდა ნინოს ხატები…
ხატმწერი თავისი საუკუნის სულს უნდა დებდეს ხატში… და უკვე აღარ მეკამათებიან.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ახალ წელს წმინდა ნინოზე დაწერილი წიგნით ვხვდები. ეს არის უდიდესი წმინდანი, რომელმაც ჩვენი საქართველო განანათლა, გააქრისტიანა და მილიონ წელსაც იქნება ქრისტიანობის წინამძღოლი…
5 წელია, პარიზიდან მომდის მოწვევა და არ წავედი ამ რომანის გამო. ამ წიგნით, რაც კი წმინდანები მიხატია, მათი ვალი მოვიხადე.
50 ხატზე მეტი დავხატე და უამრავი გავაჩუქე… ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ანა ხუნაშვილი-ბოდბელის სურვილია, ჩემი წიგნი „წმიდა ნინოს“ ცხოვრება  ბოდბეში, ნინოს საფლავზეც დააბრძანონ…
 დაიწყო კოლხური ოდების გადარჩენის პროექტი… „სამწუხაროდ, ჩვენს უძველეს კოლხეთს რეზო ადამიას ქმნილებანი თუ გადაარჩენს: და საბედნიეროდ, მართალს, თავისი დიდი სევდითა და მწუხარებით, როგორც მეგრული სიმღერებია, რომელსაც ისმენ, საქართველოს ისტორიას ფურცლავ, რეზო ადამიას „კოლხეთი“ ისაა, რასაც სულზე მივუსწარით და გადავარჩინეთ“, – წერდა ოტია იოსელიანი.205246_332326076853771_1170606741_n
– ეს მოძრაობა აბაშაში უკვე დაიწყო, იდეის ავტორი და თავდადებული თანამდგომია  აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, ვინც განიზრახა ამ ოდების გადარჩენა. ამ საქმეში ჩართულია აბაშის გამგეობაც… მეხმარება მხატვარი მაია ადამია.
წავედი აბაშაში ჩავედი, 16 სურათი უკვე შეიქმნა. 50-მდე უნდა ავიდე, შემდეგ გამოფენა გაიმართება –  აბაშის რაიონში და თბილისშიც.
შედეგენილია პროექტი: „გადავარჩინოთ კოლხურ-მეგრული ოდები“.  შედგება წერილი, რომელსაც ხელს მოაწერენ გამოჩენილი ადამიანები და რომელიც კულტურის მინისტრს გაეგზავნება, ოდები. რესტავრაცია-კონსერვაციის მოთხოვნით.
ჩვენი სურვილია,  ეს ნაგებობები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანოს და იუნესკოს მიერ იყოს დაცული. ეს უძველესი,  უნიკალური, ყველასგან,   განსხვავებული ოდებია… ქართულ სივრცეში ასეთად  სვანური კოშკები და მაჩუბები, ხევსურული კოშკები მოიაზრება.
დღეს ეს სახლები აბაშაში ლპება და ზიანდება, საჭიროა ოდებს რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდეს, რათა, როგორც ძეგლები, გადარჩნენ.
მეგრული ოდა –  კოლხური უძველესი ცივილიზაციის უნიკალური ნაშთი და არქიტექტურული კულტურა, წინაპართაგან ტრადიციად გადმოგვეცა.  ოდის არქიტექტურა ყველა მოწინავე კულტურათაგან ძირფესვიანად განსხვავებულია, თავისი ანდამატური ჰაეროვნებით. საოცარი გემოვნება, პეწი, მოხდენილობა და, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენს ცასა და მიწასთან, მის რელიეფთან ღვთიური ხაზებით შერწყმაა აქ! ფანტაზია და შემოქმედებითი ინდივიდუალობა უსაზღვროა. თუ მსოფლიოში არსებობს უძველესი დროიდან მოყოლებული ეროვნული განძი – არქიტექტურა, მათში ოდა ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესია.
ოდა კოლხურ-მეგრული არქიტექტორული სიძველე აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს.15284079_887037808092764_2193769867971636033_n
ულურსმნოდ აწყობილ ოდებს წინ დიდი რიკულებიანი აივნები აქვთ… სვეტები დეკორატიულად არის გაფორმებული, ზემოთ კი ორნამენტებითაა შემკობილი… შორეული საუკუნეების განწყობილება იქმნება, როგორც მეგრული სიმღერების სევდა, რომელიც ათასწლეულებიდან მოდის… ხალხური სიმღერები ხომ სწორედ ამ ოდებში იქმნებოდა, ამ აივანზე იჯდა ახალგაზრდობა და მღეროდა…
სასიხარულოა ისიც, რომ კულტურის სამინისტრომ მოითხოვა და საფრანგეთთან შეთანხმებით  გადაწყვეტილია, ლევილში დაიდგას საუკეთესო კოლხური ოდა, არქეოლოგია დავით ლომიტაშვილი…
გამოსაცემად მზადაა მოთხრობა „მზე“ – პატარა წიგნი დიდი მოვლენებზე… თქვენ  – „ჩამავალი მზეების“ ციკლიც შექმენით…
–  მზეა ყველაფერი ამ სამყაროში, მიყვარდა და ამ სიყვარულით შეიქმნა „ჩამავალი მზეები“. იაპონელები ამბობენ, მზის ყოველ ამოსვლას ტაშით უნდა ხვდებოდეთო.
რა ხდება დედამიწაზე, როცა მზემ სამი საათით ამოსვლა დაიგვიანა?.. – მისტიკური მოთხრობა „მზე“ მალე გამოიცემა. წიგნი გაფორმდება ძველი სპარსული, ეგვიპტური, ხეთების, მაიას კულტურის, უძველესი მზეებით,  ვან-გოგის ჩათვლით. აქ შეხვდებით პარიზულ და ქართულ მზეებსაც… უფლისციხის ტაძრის ჭერზე უძველესი მზეა გამოსახული… საოცრებაა წარმართული ქართული მზე და ესეც შევა წიგნში.
– ტრადიცია გაქვთ, ყოველ ახალ წელს თქვენს სახელოსნოში ხატი უნდა დაიწეროს…102503088246070842675375383719595734128411n
– ტრადიციად ვაქციე, ახალ წელს არცერთ ნამუშევარს ხელს არ ვაწერ. პირველად მთავარანგელოზი უნდა დაიხატოს და  მოვაწერო ხელი.  ყოველ ახალ წელს ვხატავ ჩემს მფარველ მიქაელ მთავარანგელოზს. დათქმული უნდა აღსრულდეს…
– რა დაუთქვით?
– ომი ახალი დამთავრებული იყო,  7-8 წლის ბავშვი ვიყავი. ომის თემაზე სოფელში ფილმები გადიოდა. ერთხელაც არ მომეწონა კინო, კლუბის გვერდით ეკლესია და ნაძვნარია… და იმ ნაძვნარში დამეძინა. ისე დამთავრდა ფილმი და ხალხი დაიშალა, ვერ გავიგე… დაახლოებით ღამის 4 საათი იყო.
უცებ რაღაც სიმღერის ხმამ გამომაღვიძა და ნათებაც დავინახე… სასწაული სიმღერა და ნათება იყო…  გავიქეცი სახლისკენ… მარტო ვიყავი შუაღამისას და ვგრძნობდი, თითქოს გვერდით ყანებში შრიალით ვიღაც მომდევდა…  მივრბოდი, მაგრამ არც მეშინოდა…
ავირბინე კიბეები, მეგრულ ოდაში აივანზე ავედი, შეშინებული მშობლები შემეგებნენ, სად იყავიო?… დედამ მკითხა, სანამ ამოხვიდოდი, სახლს სამჯერ შემოურბინეო?… არა მეთქი, გამიკვირდა… სამჯერ რაღაცამ შემოურბინა სახლს და მერე შენც ამოხვედიო.15203401_885267641603114_7601080957319992724_n
მოგვიანებით გავიაზრე, სამჯერ – ეს ნიშანი სამებას ნიშნავდა… რაღაც ძალამ მიდარაჯა ბოლომდე და რომ მივედი სახლში, მერე დამტოვა…
დავწექი და დამეძინა, ეს ძალა მთავარანგელოზად აღვიქვი. მანამდეც მესიზმრებოდა თეთრი მთავარანგელოზები, ხან ხეებზე ისხდნენ, ხან მე დამდევდნენ. მაშინ დავთქვი, რომ მაცხოვრის შობის ეკლესიას აღვადგენდი ძველ სენაკში.
აკადემიის დამთავრების შემდეგ მივედი პატრიარქთან და დავიწყე ეკლესიის აღდგენა. მთელი რაიონი ჩავრთე და დღეს ეს ეკლესია მოქმედია.
ასე დავიწყე მთავარანგელოზების ხატვა… ახალი წლის ყოველ ღამეს, 12-ს რომ 15 წუთი დააკლდება,  სახელოსნოში ავდივარ და ვხატავ მთავარანგელოზს…

 ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

426521_481994275195488_1693596093_n

557230_332324263520619_1850186699_n

1de6cbcd5bbb1b559368d578154e6000

12527700_1037725012953184_1783215932_n

12781963_1037725026286516_419331198_n-1

15068450_872150086248203_6703804025653966605_o

600039_332325423520503_1257541690_n

549729_332324233520622_2118315872_n

12976930_1109266222468287_8423493729821027875_o-498x640

11402870_948446195216958_943191639729938102_o


486503_332326433520402_1001646711_n

parizi1

12788253_1037726919619660_566788155_n

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები