კახეთში მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

კახეთში, სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს, ხოლო შემდეგ კი სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები