რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი ცურტაველის მოედანზე გმირთა მემორიალს შეეჯახა და აფეთქდა. მომხდარის შედეგად მანქანაში მსხდომი ხუთივე ახალგაზრდა დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები