კახი კალაძე ეკონომიკას მთავარ გამოწვევად აფასებს

ვიცეპრემიერი კახი კალაძე მთავრობის უმნიშნველოვანეს გამოწვევად ეკონომიკას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ეს გამოწვევა ნებისმიერი მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ „დღეს ყველაზე მეტად ჩვენს მოსახლეობას ახალი სამუშაო ადგილები სჭირდება და ჩვენ ამაზე წინასაარჩევნოდ ბევრს ვლაპარაკობდით. ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც პრემიერ–მინისტრის მიერ იყო წარმოდგენილი, არის ზუსტად იმ შინაარსის და იმ შესაძლებლობების, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, 4 წლის თავზე ვიხილოთ თვისობრივად ახალი საქართველო, თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, სადაც იქნება შექმნილი 200 ათასამდე სამუშაო ადგილი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები