კალაძე პოლიტიკურ გუნდში ახალი სახეების გამოჩენას მნიშვნელოვნად აფასებს

ვიცეპრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბევრი ახალი სახის გამოჩენა პარტიაში.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები თავის ცოდნას, განათლებას მოახმარენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს. ყველა მათგანი არის შემდგარი ადამიანი, ყველა ახალი სახე კარგი განათლებით არის და მთლიანობაში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შემძლებთ ჩვენი მიზნების მიღწევას, ეს არის ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული მიზნად“, – აღნიშნა კახი კალაძემ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რადგან ბოლო 4 წლის განმავლობაში რაც იქნა განხორციელებული, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მომხდარა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკაში. ეს არის ახალი გენერაციის წყაროები, ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, სხვათაშორის, ქარის ელექტროსადგური, რომლითაც მე პირადად და არა მარტო მე – მთელი სამინისტრო ამაყობს და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი მნიშლვნელოვანი პროექტების განხორციელებას ყველა მიმართულებით და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – აცნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები