ვიცე-პრემიერი ბიზნესისთვის რეგულაციების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში თვისობრივად ახალ ქვეყანად გადაიქცევა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ბიზნესის ხელშეწყობით უნდა მოხდეს.
“მომავალი ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, ეკონომიკური განვითარებით, ახალი სამუშაო ადგილებით და არ იქნება მხოლოდ ის, რომ საჯარო სექტორშია სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა. ჩვენ ბიზნესს უნდა დავეხმაროთ, რეგულაციები შევუმსუბუქოთ, რომ მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას”,- განაცხადა კალაძემ.
“მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა დასახელებული პროექტის წარმატებით განხორციელებას შეძლებს. ასევე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ინფრასტრუქტრული პროექტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ყველა პროექტის განხპრციელებას მოახერხებს”,- აღნიშნა კალაძემ “იმედის” ეთერში.
“ქართული ოცნების” გუნდმა საარჩევნოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი დაასახელა, მათ შორისაა განათლება, ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინფრასტრუქტურული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები