კახი კალაძე 2016 წლის მთავარ მოვლენად საპარალმენტო არჩევნებს ასახელებს

პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიცეპრემიერი კახი კალაძე, 2016 წლისვ მთავარ მოვლენად არჩევნების გამჭვირვალედ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ასახელებს.
ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგენტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ქონდა საშუალება, აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, წარმოედგინათ თავისი გეგმა და ხედვა ქვეყნის განვითარების და ეს ყველაფერი გაეცნო მოსახლეობისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, არჩევნების თვალსაზრისით რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კალაძემ.
კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა: „ის, რომ ჩვენ მართლაც ჩავატარეთ ისეთი არჩევნები, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, ეს არის ის სტანდარტი, რომლის ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდეთ. მომავალში, ვინც იქნება ხელისუფლებაში, ეს ექნება სტანდარტი, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები