ვიცეპრემიერი “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ: მათ აჩვენეს ყველას, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

ვიცეპრემიერი კახი კალაძე „ნაციონალებში“ მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებას ორი შიდა ძალას შორის ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირებს და პარტიას დესტრუქციულ ძალად მიიჩნევს.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ აღნიშნა: – „ნაციონალურ მოძრაობას აღვიქვამ, როგორც დესტრუქციულ ფლანგს. საახალწლოდ არ მინდოდა ამაზე საუბარი, თუმცა გვიწევს. ეს არის დესტრუქციული ძალა. მათ ეს აჩვენეს მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ – და როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში, მათ აჩვენეს ყველას, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“.

„ზოგადად ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს ასეთი დესტრუქციული პარტია, როგორიც არის „ნაწიონალური მოძრაობა“. თუმცა, ის პოლიტიკური პროცესები რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები