რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს, 18:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„საახალწლო ღონისძიებების გამო, დროებით, იზღუდება საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 31 დეკემბრის 18:00 საათიდან იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი ჩაუხვევს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სანაპიროს გავლით გავა ბარათაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტით. ანალოგიურად იმოძრავებს უკუმიმართულებითაც“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები