ვერტყვიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” თვითმხილველმა მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. “კვირას” ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინრეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები