გარდაბანს გაზმომარაგება შეუწყდა

ავარიის შედეგად ქალაქ გარდაბანს გაზმომარაგება შეუწყდა, – ამის შესახებ „კვირას“ „სოკარ ჯორჯია გაზიდან” აცნობეს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ქალაქში ბუნებრივი გაზის მიწოდება დღესვე აღდგება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაცნობებთ, რომ დღეს ქალაქ გარდაბანში მკვებავ გაზსადენზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ქალაქ გარდაბნის ნაწილს შეუწყდა გაზმომარაგება. ამჟამად ავარია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ბუნებრივი გაზის მიწოდება დღესვე აღდგება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას სთხოვს, ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები