ბაქო-თბილისი–ყარსის რკინიგზა მომავალ წელს ამოქმედდება და ამ გზით ლონდონს და პეკინს დაუკავშირდება

ბაქო თბილისი–ყარსის რკინიგზა მომავალ წელს ამოქმედდება, – ამის თაობაზე ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა. „ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2017 წლის შუა რიცხვებში დასრუდლება და რკინიგზა ექსპლოატაციაში შევა“ – განაცხადა არსლანმა. „ანადოლუ“ ასევე წერს, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი სახმელეთო გზით ლონდონს პეკინთან დააკავშირებს. რკინიგზის მშენებლობის გადაწყვეტილება აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმების შედეგად იყო მიღებული, ამ გზით ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები