1 იანვარს SPACEHALL-ი ელექტრონულ მუსიკას და დევიდ აუგუსტს უმასპინძლებს

1 იანვარს, 23:00 საათზე, SPACEHALL დევიდ აუგუსტს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დევიდ აუგუსტი თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი DJ და პროდიუსერია. მუსიკით დაინტერესება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, პირველი რემიქსი 17 წლის ასაკში გამოუშვა, იმავე წელს გამოვიდა მისი პირველი EP – Praha (Stil vor Talent).
საერთაშორისო აღიარება ჰამბურგის ცნობილ ლეიბლ Diynamic-ზე გამოშვებულმა EP-მ Instant Harmony-მ და მომდევნო წლებში გამოცემულმა ტრეკებმა Hamburg is for Lovers (2011) და You Got to Love Me (2012) მოუტანა. 2013 წელს, კონცეპტუალური ალბომის Times გამოშვების შემდეგ, უფრო მეტად გადაერთო ინსტრუმენტალურ მუსიკაზე და აქტიურად დაიწყო შესრულებისას საკუთარი ვოკალის გამოყენება. ლაივპერფორმანსების სერიამ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, 2014 წელს ონლაინგამოცემა Resident Advisor-მა საუკეთესო ლაივშემსრულებლების ხუთეულში შეიყვანა, ხოლო ჟურნალმა Billboard მას “brightest hope of house music” უწოდა.
2015 წლიდან David August კიდევ უფრო მეტად გადაერთო ლაივინსტრუმენტალურ მუსიკაზე, ის ბერლინის XJazz Festival-ზე ინსტრუმენტალურ ჯგუფთან ერთად წარდგა, სახელწოდებით: David August & Ensemble. იმავე წელს ვიხილეთ მისი კოლაბორაცია გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. David August-ის შემოქმედება მრავალფეროვანი, ჰარმონიული და მელოდიური მუსიკალური თემებით გამოირჩევა.
AUTUMN TREE [LEON]: ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.
Tade: DJ და პროდიუსერი. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DEEP DASH RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო Underyourskin Records-ზე გამოიცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები