“ვერტიკალური ჰორიზონტი“ – შალვა ლონდარიძე მკითხველს ახალ კრებულს სთავაზობს

„ვერტიკალური ჰორიზონტი“ – ამ სახელწოდებით შალვა ლონდარიძემ საკუთარი შემოქმედება ერთ 15782055_1342960222393134_1603465316_nწიგნად აკინძა და მკითხველს ახალი კრებული შესთავაზა. „ვერტიკალური ჰორიზონტი“ რიგით მეორე გამოცემაა შალვა ლონდარიძის შემოქმედებაში. მანამდე მკითხველმა მისი კრებული – „სულის თარგმანები“ გაიცნო. როგორც შალვა ლონდარიძემ „კვირას“ განუცხადა, ახალ კრებულში უახლოესი პერიოდის ყველა ლექსი და პროზაული ნაწარმოებია თავმოყრილი, რომლებიც 2015-16 წლებში დაიწერა. მისივე თქმით, ახალი კრებული გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა.

„კრებული ჩემი შემოქმედების უახლოეს პერიოდს ასახავს და მასში ყველა ის ლექსი თუ პროზაული ნაწარმოებია თავმოყრილი, რომელიც 2015-16 წლებში დაიწერა. „სულის თარგმანების“შემდეგ, „ვერტიკალური“ ჰორიზონტი“ რიგით მეორე გამოცემაა. ვფიქრობ, მკითხველი მას ისევე მიიღებს და შეიყვარებს, როგორც ეს მის წინამორბედს ერგო. მინდა აღვნიშნო, რომ ამავე კრებულშია შესული ლექსი „ვიღაცამ მითხრა დავბერდი“, რომელსაც კომპოზიტორმა ჯუმბერ ამანათაშვილმა მელოდია მიუძღვნა და თავისივე შესრულებით სიმღერად გარდაქმნა. იმედი მაქვს 2017 წლიდან „ვერტიკალური ჰორიზონტი“ არაერთი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკაში დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს“, – აღნიშნა შალვა ლონდარიძემ.
მისივე თქმით, მკითხველს ახალი კრებულის, „ვერტიკალური ჰორიზონტის“ შეძენა 15 იანვრიდან შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები