31 დეკემბერს ოპერაში საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

„საახალწლო საჩუქარი თქვენთვის!“ – 31 დეკემბერს, 18:00 საათზე, ოპერაში გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერაში განუცხადეს, გალაკონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ოპერის ქართველი ვარსკვლავები, ოპერისა და ბალეტის დასი, გუნდი, ორკესტრი… ეს იქნება საახალწლო საჩუქარი ქართველი მსმენელისთვის, ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება ამ კონცერტზე დასწრება.
კონცერტზე საგანგებოდ ჩამოვლენ მსოფლიოში აღიარებული ოპერის ქართველი ვარსკვლავები, პროგრამაში კი, ძირითადად, კლასიკური მუსიკაა.
მონაწილეებს შორის არიან: ელდარ გეწაძე, ლადო ათანელი, ქეთევან ქემოკლიძე, კახაბერ თეთვაძე, სალომე ჯიქია და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები